ახალი ამბები ციტატა

თუ ეს პირობები არ შესრულდა, ისევ დაიწყება პროცესების ესკალაცია – გოლეთიანი მიმართვას ავრცელებს

[su_quote] არანაირი მუშა პროცესი არ მიმდინარეობს, თუმცა, ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ აქ დგას საკმაოდ ბევრი ადამიანი, ეს ყოველდღიური პროცესია. ამ რაოდენობით ადამიანები ყოველ საღამოს იკრიბებიან. ეს არის განმსაზღვრელი, რომ კომპანია ვერ ახერხებს შევიდეს და გააგრძელოს სამუშაო პროცესი, თუმცა, ოფიციალურად, რასაც ვითხოვდით მათგან, რომ მოხდეს თქმა, შეჩერდება ყველანაირი პროცესი ხეობაში, არ მომხდარა, რაც არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ შინაარსობრივი საუბრები დავიწყოთ. აქ უნდა იყოს მშვიდობიანი გარემო, ყველა იმ პირობის შესრულებით, რაც ავღნიშნე. თუ ეს პირობები არ შესრულდა, გამოდის რომ, მშვიდობიანი გარემო არ იქნება უზრუნველყოფილი ხეობაში, ისევ დაიწყება პროცესების ესკალაცია, ეს გამოიწვევს იმას, რომ ვერ დავადგებით სიმართლის დადგენის გზას. ხელისუფლება ცდილობს, რომ როგორღაც ჩაშალოს მედიაციის პროცესი და შინაარსობრივად, არ შეასრულოს ყველა ეს პირობა. ვხედავთ, რომ ბარიკადი აღებულია, თუმცა, ის, რომ შეგვეძლოს გადაადგილება გზაზე, არ არის შესრულებული, მაინც არ შეგვიძლია გადაადგილება ხეობაში. პოლიცია ისევ დგას, ბიჭებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. ამიტომ ჩვენ გვიწევს დავრჩეთ იგივე პირობებში და ვაკონტროლოთ პროცესი [/su_quote]

ამის შესახებ ნამოხვანჰესისი მოწინააღმდეგეთა აქციის ერთერთმა ლიდერმა, რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა ფეისბუქ ჩართვის დროს განაცხადა.

იტვირთბა....