ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სამწუხაროა, რომ მიწევს გამოვეხმაურო მძიმე ფაქტს – კალაძე მიმართვას ავრცელებს

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც TV პირველის ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება:

“სამწუხაროა, რომ მიწევს გამოვეხმაურო ისეთ მძიმე ფაქტს, როგორიც არის მედიაზე თავდასხმა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა. ძალადობა, დაპირისპირება, კრიტიკული აზრის მიუღებლობა ხელს უშლის ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას და აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

მედიის თავისუფლება არის ის ღირებულება, რითაც სამართლიანად ამაყობს საქართველო და არავის მივცემთ უფლებას, ამ ღირებულებას საფრთხე შეუქმნას. წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, დამნაშავე პირი სათანადოდ დაისჯება”, – წერს კახა კალაძე.

ცნობისათვის, წალკაში, სოფელ წინწყაროში, პირველების რეპორტიორ ნინო ელიკაშვილსა და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენეს.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

იტვირთბა....