ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლომჯარია TV პირველის ჟურნალისტებზე თავდასხმაზე: მოვუწოდებ შსს, დროულად მოახდინოს ფაქტზე რეაგირება

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია TV პირველის ჟურნალისტებზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ფაქტზე რეაგირება დროულად მოახდინოს.

“ჩემი მხარდაჭერა ტვ პირველის ჟურნალისტებს, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო ფიზიკური თავდასხმის და შეურაცხყოფის ობიექტები გახდნენ! ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმის გახშირებული შემთხვევები უკვე საგანგაშო ტენდენციის სახეს იღებს!

მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად მოახდინოს ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება!”, – წერს ნინო ლომჯარია.

ცნობისათვის, წალკაში, სოფელ წინწყაროში, პირველების რეპორტიორ ნინო ელიკაშვილსა და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენეს.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

იტვირთბა....