TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე, სოფელ წინწყაროში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც მან თქვა, ხელისუფლების განცხადებები და ტონი კრიტიკული მედიის მისამართით, ხელისუფლების მხარდამჭერებს ახალისებს, განახორციელონ ძალადობა ჟურნალისტების მიმართ.
“ძალადობას ხელისუფლება ახალისებს, მამუკა მდინარაძეები, თალაკვაძეები, ვოლსკი, ესენი არიან კოლექტიური ძალადობის წამხალისებლები, პასუხისმგებლობაც ეკისრება მათ. ბატონებო, ეს თქვენი წახალისებული ძალადობის შედეგია!
მზად არის წერილი და მივმართავთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას… სადაც ეს ხელისუფლება ჩავა, დახვდებათ დასტა წერილებისა, რომ ეს ხელისუფლება არის მოძალადე, სხვა გამოსავალი არ დაგიტოვეს”, – თქვა ნოდარ მელაძემ TV პირველის ეთერში.
ცნობისათვის, წალკაში, სოფელ წინწყაროში, პირველების რეპორტიორ ნინო ელიკაშვილსა და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენეს.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.