ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვინ მართავს რუსეთს პუტინთან ერთად?

როდესაც პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა მას ჰკითხეს ვინ იყვნენ ის ადამინები, ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდა. პუტინმა მაშინ ხუთი კაცი დაასახელა: ნიკოლაი პატრუშევი, სერგეი ივანოვი, დიმიტრი მედვედევი, ალექსეი კუდრინი და იგორ სეჩინი დაასახელა.

ვინ არის პუტინის ახლო გარემოცვა?

სერგეი ივანოვი 2001-2007 წლებში რუსეთის თავდაცვის მინისტრი იყო, 2011 წლიდან რუსეთის პრეზიდენტის ადმინიასტრაციას ხელმძღვანელობს.

ალექსეი კუდრინი 2000-2011 წლებში რუსეთის ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. დღეს მას რამე ოფიციალური თანამდებობა ხელისუფლებაში არ უკავია.

პატრუშევი ერთ დროს პუტინის უფროსი იყო. ის რუსულ დაზვერვას FSB 1999 წლამდე ხელმძღვანელობდა, რომელიც კაგებეს “სამართალმემკვიდრე“ იყო. 2008 წლიდან პატრუშევი რუსეთის უშიშროებაში ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზე მუშაობს.

რაც შეეხება სეჩინს ის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის „როსნეფტის“ ხელმძღვანელია.

თხუთმეტი წლის შემდეგაც ეს ჯგუფი მართავს რუსეთს. პუტინს ამ წრეში  ცვლილებები თითქმის არ განუხორციელებია. პუტინმა „სამეგობრო“ ძირითად კაგებეში მუშაობისას შეიძინა.

ეს ადამიანები წლების განმავლობაში რუსეთის მთავრობაში აქტიურად მუშაობენ. ისინი პუტინს ლამაზი თვალების გამო არ აურჩევია, კრემლის ლიდერს პარტნიორების არჩევისას  მთავარ კრიტერიუმად რეჟიმისადმი ლოიალურობა მიაჩნია.

 

 

იტვირთბა....