[su_quote] მეცინება ნაცმოძრაობის წევრების განცხადებაზე, თითქოს, მე ვალდებული ვარ, რაღაც გავაკეთო. ერთი ხელით უნდათ, გვლანძღონ, მეორე ხელით უნდათ, ვალდებულება აგვკიდონ. არანაირი ვალდებულება ამ ქვეყნად არავისთან არ მაქვს. ერთადერთი ვალდებულება მაქვს ჩემს სამშობლოსთან და ქართველ ხალხთან. დანარჩენი, რაღაცებს რომ მოითხოვენ ჩვენგან, ცოტა კომიკურად მეჩვენება, სასაცილოები არიან. საქმეს სჭირდება პროპორციულ არჩევნებში და რეფერენდუმში გამარჯვება. საქმეს არ სჭირდება ის, რომ მე ვიღაცას შევუთანხმდი რაღაცაზე და სკამების განაწილება დავიწყოთ [/su_quote]
ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ ინტერპრესნიუსთან საუბრისას განაცხადა.