ახალი ამბები ციტატა

მდინარაძე: კარგი იქნებოდა, ჟვანიას ჯერ ბოდიში მოესმინა ოპოზიციისგან და მერე გადამდგარიყო

[su_quote] კარგი იქნებოდა ჯერ მოესმინა ბოდიში ოპოზიციისგან, რომლებმაც აბსოლუტურად დაუმსახურებლად თვეების განმავლობაში შეურაცხყოფები აყენეს, დააბრალეს ბევრი ტყუილი და შემდეგ გადამდგარიყო, თუმცა ეს მისი გადაწყვეტილებაა. ამაში, ბუნებრივია, სხვა ვერავინ ჩაერევა, პირადი გადაწყვეტილებაა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი სიმართლე და სიმართლე მთლიანად ცესკოსი უკვე დადასტურებულია. მაგალითად შეიძლება მოვიტანოთ ISFED, რომელიც იყო ერთადერთი საპირწონე თითქოს და ISFED-ის დასკვნა, რომელიც აღმოჩნდა ტყუილი და ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა თამარ ჟვანიას და მთლიანად ცესკოს სიმართლეს [/su_quote]

ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივნმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და ამით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან თამარ ჟვანიას გადადგომას გამოეხმაურა.

იტვირთბა....