ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სპორტი

ფეხბურთელი ალფრედო პაჩერო მოკლეს

ფეხბურთელი ალფრედო პაჩერო მოკლეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ელ სალვადოელი პოლიციელების თქმით, პაჩერო ორ ადამიანს ელაპარაკებოდა, როცა ესროლეს.

33 წლის ალფრედო პაჩერო ნიუ იორკის „Red Bulls“-ის  ფეხბურთელი იყო წლების განმავლობაში. ის თავის სამშობლოში ელ სალვადორში, ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლებოდა. ელ  სალვადორის ფეხბურთის ფედერაციამ მწუხარება  უკვე გამოთქვა ფეხბურთელის სიკვდილზე.

CNN-ის ცნობით ელ სალვადორში კრიმინალის დონე ძალიან მაღალია. 2015 წელს ქვეყანაში 6 500 მკვლელობა მოხდა, მეტიც, ქვეყანაში დღეში საშუალოდ 17 მკვლელობა ხდება.

 

 

იტვირთბა....