ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

ტიკარაძე: დღიურ რეჟიმში 17 000 ადამიანის აცრა შეგვიძლია

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეის მონაცემებით, დღიურ რეჟიმში 17 000 ადამიანის აცრაა შესაძლებელი.

“დღიურ რეჟიმში 17 000 მოქალაქის აცრა შეგვიძლია, რაც 25-დღიანი სამუშაო ჭრილის პირობებში არის ნახევარი მილიონი მოქალაქის აცრა და ვთვლით, რომ ეს იქნება საკმაოდ კარგი მაჩვენებელი. ჩვენ მიერ არის იდენტიფიცირებული ისეთი რეგიონები, სადაც მოქალაქეებს კლინიკურ ნაწილთან ხელმისაწვდომობა ნაკლები აქვთ და სწორედ ამ მომენტში გამოვიყენებთ მასობრივი ვაქცინაციის სივრცით მოწყობას”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მოსახლეობას სურს ასტარზენეკას ვაქცინის პირველი დოზის მიღება, მაგრამ ამ დროისთვის ქვეყანაში ვაქცინის საკმარისი რაოდენობა არ არის. მინისტრის განცხადებით, ველოდებით ფაიზერსა და სინოვაკს, მაგრამ კონკრეტულად როდის გვექნება, ცნობილი არც ეს არის.

იტვირთბა....