ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზილფიმიანი ჟვანიაზე: არ გაუყალბებია, როცა ყველაზე ნაკლებად იყო საჭირო, მაშინ გადადგა

ევროპელი სოციალისტების წევრმა, დავით ზილფიმიანმა განაცხადა, რომ თამარ ჟვანია მაშინ გადადგა, როცა ყველაზე ნაკლებად იყო საჭირო.

“იმ ოქმების საფუძველზე, რომელიც ჩვენ შევისწავლეთ, ვაცხადებ, თამარ ჟვანიას რომც სდომებოდა, მოცემულ სიტუაციაში არჩევნებს ვერ გააყალბებდა. როცა ყველაზე ნაკლებად იყო საჭირო მისი გადადგომა, მაშინ გადადგა. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო. მეც კი სკეპტიკურად ვიყავი და დავინახე, რომ მას არ გაუყალბებია და გადადგა. არ ვიცი, ალბათ, მაინც აპირებდა გადადგომას, მაგრამ არ უნდოდა, გამყალბებლის იმიჯით წასულიყო. ჩვენი კომისიის დასკვნა ერთ კვირაში დაიდება”, – განაცხადა ზილფიმიანმა.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქვგვერდზე დაწერა.

იტვირთბა....