ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის უმცროსი ვაჟის ნათლია ბერა ივანიშვილი, ღარიბაშვილის გადადგომაზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ეს გადადგომა დემოკრატიის დასტურია.
“ადამიანურად დადებითად ვაფასებ. მას არავინ ლანძღავს. ჩვენთან დემოკრატია ყალიბდება და მისი გადადგომაც ამის დასტურია. ეს ჩვენს მეგობრობაზე არ აისახება. ცოტა ხნის წინ მისი გაბრიელიც მოვნათლე. მეგობრობის გარდა, ირაკლისთან ნათელმირონობაც მაკავშირებს“. აცხადებს ბერა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.