ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კანადაში სიცხისგან ათობით ადამიანი გარდაიცვალა

კანადაში ტემპერატურის რეკორდული მატების გამო ათობით ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა BBC-მ გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, გარდაცვლილთა უმრავლესობა ხანდაზმული ასაკის იყო ან ჯანმრთელობის პრობლემები აღენიშნებოდათ, ხოლო სიცხე კი კონკრეტული დაავადებების ხელშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდა.

კანადაში ტემპერატურის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამშაბათს დაფიქსირდა, როცა ტემპერატურა 49.5C-მდე ავიდა.

ექსპერტების თქმით, კლიმატის ზოგადი ცვლილება ტემპერატურის მსგავსი ექსტრემალური მომატების შემთხვევებს გაახშირებს.

იტვირთბა....