რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ ნამხვანჰესის ხელშეკრულების შესასწავლად დაგეგმილი თანხის გადახდა ბიუჯეტიდან ფულის ფლანგვაა.
“არანაირი შედეგზე ორიენტირებული პროცესი არ არის. აბსოლუტურად არ იწვევს ნდობას იმ ადამიანებისას, ვინც ჩართულია ამ პროცესში. როცა ვხედავთ, რომ თვითონ სახელმწიფო ცდილობს არა ტენდერით, არამედ პირდაპირი შესყიდვით მოიყვანოს ვიღაც კომპანია, რომელიც არ ვიცით, ვინ არის, ჩვენ ამ პროცესის მიმართ ვერანაირი ნდობა ვერ გვექნება, მით უმეტეს, როცა ჩართული არ ვართ არაფერში”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
გავრცელებული ინფრომაციით, იუსტიციის სამინისტრო ნამახვანჰესის ენკასთან დადებული ხელშეკრულების შესასწავლად 70 800 დოლარს იხდის. ხელშეკრულების შესწავლის მიზნით იურიდიულ მომსახურებას ტენდერის გვერდის ავლით შეისყიდის.