ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ფოთში, ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს – კაცი, სავარაუდოდ, სათამაშო იარაღით იყო შეიარაღებული

ფოთში, ცენტრალური გზის მეშვიდე კილომეტრზე ბენზინგასამართი სადგური გალფი დააყაჩაღეს. ამის შესახებ იფორმაცია მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი სათამაშო იარაღით იყო შეიარაღებული და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით გალფის თანამშრომლებს თანხა გამოსტაცეს. ბენზინგასამართ სადგურში განთავსებული მაღაზიიდან სავარაუდოდ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა პირმა 250 ლარამდე თანხა გაიტაცა, წაღებულია 1000 ლარამდე თანხის ღირებულების ალკოჰოლური სასმელები და სიგარეტი.

როგორც უწყებაში მეტრონომს უთხრეს, გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....