ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორკოტაშვილი: უნდა მივიდეთ და პროტესტი გამოვხატოთ, არ ვაპირებთ, ვინმეს ფიზიკურად გავუსწორდეთ

ქართული იდეის ერთერთი ლიდერი გია კორკოტაშვილი მეტრონომთან ამბობს, რომ თბილისი პრაიდის კვირეულის პარალელურად, აპირებენ აქციის გამართვას. მისივე თქმით, ღონისძიების ორგანიზატორებს ღირსების მარშის ჩატარების უფლებას არ მისცემენ.

“წინააღმდეგობის ჯგუფია შექმნილი და ჩვენი შეხედულება გვაქვს, რომ არ ვერევით LGBT პრაიდის ცხოვრებაში, უბრალოდ ჩვენი შეთავაზება იყო, რომ წინააღმდეგი ვართ პრაიდები და რაღაცები გაიმართოს. დახურულ სივრცეში თუ უნდათ იზეიომონ, რა მორალი და დამოკიდებულებაც აქვთ, ისე იცხოვრონ.

კონკრეტულად გეგმა არ არსებობს. არსებობს პროტესტი იმის თაობზე, რომ პრაიდი არ უნდა გაიმართოს. თვითონ როგორც მოაწყობენ და დაძაბავენ, იმის მიხედვით. ჩვენ არაფერს ვაპირებთ, რომ ან შეურაცხყოფა მივაყენოთ, ან ვინმეს ფიზიკურად გავუსწორდეთ, თვითონ იგონებენ რაღაცას, ეს არის მათი დაფინანსების წყარო. ესაა დემოკრატიული ქვეყანა და ვისაც როგორ უნდა ისე ცხოვრობს.

ყველა ნორმალური ადამიანი უნდა მივიდეს და თავისი პროტესტი გამოხატოს. არავის თავში არ აქვს ფიზიკური ძალადობა. ჩვენს ზუსტად ისეთივე პროტესტს გამოვხატავთ, რომ ამ თემის პროპაგანდა ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობისთვის მიუღებელია. დანარჩენი, ცხოვრების როგორი წესიც უნდათ, ისე იცხოვრონ”, – თქვა კორკოტაშვილმა მეტრონომთან. 

ცნობისათვის, პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით პრაიდის კვირეული უნდა ჩატარდეს, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში გაიმართება.

 

 

 

იტვირთბა....