ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტიკარაძე : მასობრივი ვაქცინაციისთვის ჩვენ უკვე მზად ვართ

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ “სინოფარმი” და “სინოვაკი” ვერ იცავენ მოქალაქეებს დელტა შტამისგან არ არის სრულყოფილი, ვინაიდან სხვა ვაქცინებთან მიმართებაშიც გააჩნიათ გარკვეული კითხვები მეცნიერებს, –  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ტიკარაძემ, ასევე ისაუბრა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ გარდა ვაქცინაციისა, მნიშვნელოვანია ნიღბის ტარება, დისტანციისა და ყველა იმ რეგულაციის დაცვა, რომელიც პირველივე დღიდან არის მოწოდებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

„რაც შეეხება მასობრივ ვაქცინაციას, იანვარში დამტკიცდა ვაქცინაციის კალენდარი, რომელიც გულისხმობდა ვაქცინაციის პროცესის სხვადასხვა ფაზას და მესამე კვარტალში დაანონსებული იყო მასობრივი ვაქცინაცია. სოწრედ მესამე კვარტლიდან, ანუ შემდეგი თვიდან ჩვენ უკვე მზად ვართ როგორც რეგიონულად, ისე ცენტრალიზებულად თბილისში დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი. ამავდროულად ვაქცინაციის პროცესში გამოიკვეთა სხვადასხვა საჭიროებებები,რომელიც აისახა სხვადასხვა კლინიკისადმი სხვადასხვა სანდოობით რეგიონებში და დედაქალაქში. ამან  ჩვენ მოგვცა დამატებით იმის მინიშნება, რომ მნიშვნელოვანი არის განსაკუთრებით დედაქალაქში გაიზარდოს ვაქცინაციის მოცულობა, რისთვისაც ჩვენ ვართ მზად.  იმ ვაქცინებით, რომელიც ეტაპობრივად დაიწყებს შემოსვლას საქართველოში”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით, შემდეგ კვირას ჩვენ უკვე საქართველოში ვაქცინების გარკვეული მოცულობები იქნება და დაიწყება მასობრივი ვაქცინაცია.

იტვირთბა....