თბილისში, ბაგებში მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს დაზიანება ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრის ფაქტი სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიდაგზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.