თბილისში შხამიანი ქვეწარმავლები მომრავლდნენ. დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გიურზები შენიშნეს.
“ვერ ავუდივართ, დღეში ბევრი გამოძახება გვაქვს და რა თქმა უნდა, ყველგან ვერ მივდივართ”, – ამბობს სპციალისტი მთავარ არხთან.
მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, 450-ზე მეტი შეტყობინება შევიდა და ყველაზე დიდი რაოდენობის ქვეწარმავლები თბილისში აღმოჩნდა.