ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფხაკაძე ცერცვაძეს: მედიკამენტის დანიშვნაზე რეკომენდაციის ასე საჯაროდ გაცემა სწორია?!

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კოვიდ 19-ის სამკურნალო ახალ მედიკამენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ამ ფაქტს პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

“ბატონმა ცერცვაძემ ეს პოსტი დადო და თან განიუსდა. კარგია თუ ცუდი ეს წამალი, ახლა ამაზე არ ვსაუბრობ. რას ვერ ვხვდები, იცით?! – მედიკამენტი გამოიყენეთო, რომ წერს და თაგავს კლინიკებს და ექიმებს, მედიკამენტის დანიშვნაზე რეკომენდაციის ასე საჯაროდ გაცემა სწორია?!

ხომ არსებობს გაიდლაინი, შეიტანონ მკურნალობის გაიდლაინში და დაურიგონ კლინიკებს; სამედიცინო ინფორმაციის და დანიშნულების ასე საჯაროდ გამოქვეყნება რა სტანდარტია?!

წამლის სააგენტო სად არის?! ბიოსამედიცინო ეთიკა სად არის?! რემდესივირის რეკლამა არ გეყოთ?!

შეგახსენებთ, რემდესივირი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ამოიღო კოვიდსაწინააღმდეგო წამლების სიიდან!

ეს ქვეყანა როგორ იმართება?! … იმართება საერთოდ?! ყველაფერს აქვს საზღვარი!”, – წერს ფხაკაძე.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, აშშ-ის საკვებისა და წამლის სააგენტომ კორონავირუსის მკურნალობაში, გადაუდებელ შემთხვევებში, ტოცილიზუმაბის გამოყენება დაუშვა.

იტვირთბა....