[su_quote] პარტიას წაართვეს დაფინანსება და საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის უფლება!
მე არ მესმის ლეიბორისტული პარტიის ასე დასჯა რას ნიშნავს. არ მესმის და ვერც გავიგებ, ტყუილად არ შეწუხდეთ ახსნით. ამას არაფერი ქვია, პოლიტიკური დევნის გარდა. ოპოზიციის ნაწილი როგორ შეუერთდა ამაში მოძალადე ქართულ ოცნებას, სრულიად წარმოუდგენელი და შოკისმომგვრელია [/su_quote]
ამის შესახებ მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს და ამით, ლეიბორისტული პარტიისთვის ჩამორთმეულ დაფინანსებასა და კომისიის წევრების დანიშვნის უფლების შეზღუდვას ეხმაურება.