[su_quote] დიდი ალბათობით, იგივე სცენარი არ უნდა განმეორდეს, რაც შარშან. ჩვენ პიკი გადავიარეთ მაისის შუა რიცხვებში. ახლა ვართ ე.წ. დაღმავალ ფერდზე, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით მოდის, ქვესვლა თითქმის გაჩერდა, ანუ ერთ დონეზე ვართ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ შევინარჩუნოთ და თანდათან, ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს [/su_quote]
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა.