თუ 2015 წელს ვარდისფერი თმა იყო მოდაში, 2016 წელს ახალი ტენდენციები შემოდის. ინდივიდუალობა და სითამამე კვლავ აქტუალური რჩება. ლურჯი ჩრდილები თვალებზე, უცხო ფერები ტუჩებზე და რაც შეიძლება მოკლე თმა. VOGUE წარმოგიდგენთ 2016 წლის ტენდენციებს:
1. ცისფერი ჩრდილები
უკვე შემოდგომიდან რამდენიმე მოდის სახლმა წარადგინა მსუბუქი, ნათელი ცისფერი ტონები თვალებზე.
2. ძალიან მოკლედ შეჭრილი თმა
მას შემდეგ რაც შარლიზ ტერონი მაყურებლის წინაშე ფილმში „mad max” ძალიან მოკლედ შეჭრილი თმით წარსდგა, მსგავსი ვარცხნილობის ტენდენცია დაიწყო.
3. გამომხატველი ტუჩები
რამდენმე მსახიობმა წითელ ხალიჩაზე გამოყენებული ტუჩსაცხებით მიანიშნა, რომ აქამდე მიუღებელი ტუჩის ფერები ტენდენციად იქცევა. დროა ისინი ქუჩაში გადმოვიდნენ.
4. ნაწნავები
წელს ნაწნავები საკმაოდ აქტუალური იქნება.
5. შუბლზე შეჭრილი თმა, ე.წ. “ჩოლკები“
2016 წელს ნებისმიერი სახის „ჩოლკა“ მოდაშია.