გავრცლებული ინფორმაციით, გურიის გუბერნატორი გიორგი სახოკია თანამდებობიდან გათავისუფლებულია.
ცნობისათვის, გიორგი სახოკია გურიის გუბერნატორის პოზიციაზე გიორგი გახარიას პრემიერობის დროს დაინიშნა.
გახდა, თუ არა ყოფილ პრემიერთან ახლობლობა გიორგი სახოკიას თანამდებობიდან წასვლის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ოფიციალური ინფორმაცია გურიის გუბერნატორის გადადგომის შესახებ ამ დრომდე არ გავრცელებულა.