ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რეზიდენტურას მოვრჩი – გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს

ექიმი, გიორგი ღოღობერიძე ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ის რეზიდენტურას მორჩა.

„ისე მართლა, რეზიდენტურას მოვრჩი… უკვე დავასრულე ჩემი სწავლება და შეიძლება ითქვას, უკვე ერთი ნაბიჯია პრაქტიკული საქმიანობისკენ”, – თქვა გიორგი ღოღობერიძემ.

ცნობისათვის, ექიმ-რეზიდენტ გიორგი ღოღობერიძის კრიტიკას იმედის ერთ-ერთ გადაცემაში საზოგადოების მხრიდან სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა. გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა და ექიმმა ნინო ნადირაძემ მას უთხრა, რომ ის ჯერ რეზიდენტია და არა ექიმი.  ღოღობერიძე კორონავირუსთან დაკავშირებული სამედიცინო რჩევების გამო გააკრიტიკეს.

იტვირთბა....