[su_quote] ივლისის პირველ კვირაში გვექნება საკმაოდ დიდი რაოდენობით სამი დასახელების ვაქცინა. მხედველობაში მაქვს, რომ პირველ ნახევარში და თანდათანობით შემოვა ორი ჩინური [სინოვაკი და სინოფარმი] და ერთი ამერიკული წარმოების ფაიზერი. თანდათან გაფართოვდება ყოველდღიური ვაქცინაციის არეალი და რიცხვი, ჩვენი სურვილია და სამიზნეა, რომ ივლისში ავიდეთ ყოველდღიურად 20-25 ათას აცრამდე [/su_quote]
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მედიისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.