სამეგრელოში 8 წლის გოგონას გაუპატიურების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კურიერის ინფორმაციით, დაკავებული მამა-შვილი არასრულწლოვანს 2 წლის განმავლობაში აუპატიურებდნენ.
ცნობისათვის, ადგილობრივმა მოსახლეობამ გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს სახლი დაუწვა. 8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით, მამა-შვილი გუშინ დააკავეს. გოგონას კი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
დაკავებულები 65 და 35 წლის მამაკაცები არიან. არასრულწლოვანი დაკავებულების მეზობელია.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.