ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზავრადაშვილი Edison Research-ის კვლევაზე: ეს არის ვიღაცის სიზმრები, ავიღებთ 48%-ს

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კომპანიამ Edison Research ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც, დღეს რომ თვითმმართველობის არჩევნები იყოს, 25% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას. აღნიშნულს საპარალმენტო უმრავლესობის დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი მეტრონომთან აფასებს და ამბობს, რომ ჩატარებული კვლევების არ სჯერა.

“ეს არის ვიღაცის სიზმრები და ამაზე ნუ მაკეთებინეთ ხოლმე კომენტარს. ამ ორგანიზაციის კვლევა წინა არჩევნებზე ნახეთ, დაადარეთ შედეგებს და თუ რაიმე ფორმით, ოდნავ მიმსგავსებაც კი იქნება, მერე აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს. უახლოეს მომავალში იქნება არჩევნები და ვნახოთ.

რაც ავიღეთ, იმას რატომ ვერ ავიღებთ, მაგალითად?! – ავიღებთ იმდენს, რაც შარშან საპარლამენტო არჩევნებში მივიღეთ. რა შეგვიშლის ხელს?! შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება მსოფლიოში ყველაზე იდეალური ხელისუფლებაა, მაგრამ ყველაფერი შედარებითია არსებულ რეალობაში. ხალხი არის ბრძენი, შეიძლება რომ სხვა მოვიდეს ხელისუფლებაში? – თუ ოდესმე ქართულ ოცნებაზე უკეთესი ძალა შეძლებს ქართულ რეალობაში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რა თქმა უნდა, მე რეალობას მოწყვეტილი არ ვარ, ხალხის გადაწყვეტილება იქნება მის სასიკეთოდ”, – თქვა ირმა ზავრადაშვილი მეტრონომთან.

ამასთან, Edison Research-ის კვლევის მიხედვით გამოიკვეთა, რომ გამოკითხულთა 57%-ს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიასადმი დადებითი დამოკიდებულება აქვს.

იტვირთბა....