ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კულუმბეგოვი: ქვეყნები, სადაც ვაქცინაციის მოცვა მაღალია, არ იცვლება სიკვდილობა

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ  მსოფლიოში კორონავირუსის დელტა ვარიანტი დომინანტური ხდება. როგორც კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, არსებულ სიტუაციაში ორი ძირითადი ეპიდემიოლოგიური მიმდინარეობა გამოიკვეთა:

” ქვეყნები, სადაც ვაქცინაციის მოცვა დაბალია, შემთხვევები და სიკვდილობა იზრდება;

ქვეყნები, სადაც ვაქცინაციის მოცვა მაღალია, შედარებით იზრდება შემთხვევები, მაგრამ პრაქტიკულად არ იცვლება სიკვდილობა;

პ.ს. საყოველთაო ვაქცინაცია არის ერთადერთი ხსნა და გამოსავალი ამ სიტუაციიდან”, – წერს კულუმბეგოვი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი 699 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 614 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა — 9.

იტვირთბა....