ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფხაკაძე ცერცვაძეზე: უბნის “ბარიგამ” რა უნდა გვითხრას?!

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

“ამ პატივცემულმა, [თენგიზ ცერცვაძემ] არაეფექტური წამლების შემოტანაში შემჩნეულმა პიროვნებამ (ხალხში ასეთებს უბნის ბარიგებს უძახიან) რა უნდა გვითხრას?!

შეგახსენებთ, 10000 ფლაკონი არაეფექტური შხამქიმიკატის ლობირებით არის დაკავებული. გაიგეთ, ეს თქვენი რემდესივირია გაკეთების მერე ნახეთ..

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად დადო დასკვნა (40 ქვეყანაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე), რომ რემდესივირი არ არის ეფექტური კოვიდის სამკურნალო საშუალება!!!” – წერს ფხაკალძე.

თენგიზ ცერცვაძეის თქმით, “წესების არდაცვამ, შესაძლებელია, ერთი წლით უკან დაგვაბრუნოს.”

იტვირთბა....