ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა ნელი დოროყაშვილის ძმას უჩივის

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ძმა რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა.

სამართალდამცველებს, ამჯერად, ბასილაშვილის მხარემ მიმართა. საქმე ეხება თორნიკე დოროყაშვილის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოს, სადაც ისმის უცენზურო სიტყვები.

“დიდი ხანია ბავშვთან ურთიერთობა არ გვაქვს და რომ ვნახე, ლუკასის ოთახში პიროვნება შედიოდა და მიმართავდა უწმაწური სიტყვებით და ეს “ტიკტოკი” ეკუთვნოდა ნელი დოროყაშვილის ძმას, გადავწყვიტე, რომ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო ლუკასი და მივმართე პოლიციას,” – ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმამ განაცხადა.

ნელი დოროყაშვილის ძმის მტკიცებით, ვიდეოში ბავშვი არ ყოფილა.

“გამოკითხვა გრძელდებოდა დაახლოებით 2-2.5 საათი და საუბარი იყო იმაზე, იყო თუ არა ბავშვი. ბავშვი არ იყო, რადგან ბავშვს აქვს წაბლისფერი თმა. იყო პარიკი, პარიკი მქონდა გადახვეული ბალიშზე. ვფიქრობ, რომ ჩემი უფლებები დაირღვა, ეს არის ჩვეულებრივი ბულინგი, ფსიქოლოგიურად იძალადა მან ჩემზე. მე აუცილებლად ვაპირებ ეს იურიდიული გზებით მივიტანო სასამართლომდე და სასამართლო დადგება სიმართლის მხარეს,” – აღნიშნა ნელი დოროყაშვილის ძმამ.

იტვირთბა....