ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ელისაშვილი: ილიჩოვა და მელაშვილი პირადად მე და იოსელიანმა გამოვაშვებინეთ

პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი ციხიდან თავად და ლევან იოსელიანმა გამოაშვებინეს.

“შარლ მიშელის დოკუმენტზე პასუხისმგებელი არიან ის ოპოზიციონერები, რომლებმაც ხელი მოაწერეს. მე და ლევან იოსელიანი პასუხისმგებელი ვართ იმ მემორანდუმზე, რომელიც მთავარია. ორი პოლიტპატიმარი, ქალბატონი ილიჩოვა და ბატონი მელაშვილი ქართულ ოცნებას გამოვაშვებინეთ პირადად მე და ლევან იოსელიანმა. ეს იყო ერთი ფასი, რომელიც ჩვენს პარლამენტში შესვლას დავადეთ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, მეორე ფასი იყო ჩაწიკწიკებული საარჩევნო რეფორმა, რომელიც ძალიან დიდი გარღვევაა.

იტვირთბა....