ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

Edison Research: მოსახლეობის 71%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 71 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხულთა მხოლოდ 29 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველოს სწორი ვექტორი აქვს არჩეული.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 – 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

 

იტვირთბა....