დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანეკმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, იმისთვის, რომ ქვეყანა არ ჩაიკეტოს, დანის პირზე გადიან.
“ჩვენ ოქროს შუალედს ვეძებთ და დანის პირზე მივდივართ, რომ არ ჩაიკეტოს ქვეყანა. მეორე მხრივ, ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი თავისუფლება მივცეთ ეკონომიკასა და განვითარებას, მაგრამ ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რომ არ მივიღოთ ეპიდსიტუაციის სერიოზული გაუარესება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირბადის ტარება მანდატორულ ხასიათს აღარ ატარებს, აუცილებელია მისი გამოყენება დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე.