გარდაბანში, ხელოვნურ ტბაში 2 არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას პრაიმტაიმი ავრცელებს.
15-17 წლის მოზარდები თბოელექტროსადგურთან არსებულ ტბაზე საცურაოდ იმყოფებოდნენ. თავდაპირველად ტბაში 3 მოზარდი შევიდა, მათგან ერთმა გამოსვლა შეძლო.
სამძებრო სამუშაოებში 2 საათზე მეტ ხანს ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მყვინთავები.