ვითიბი, მომხმარებელს, ლარში გახსნილ ანაბრებზე საუკეთესო პირობებს სთვაზობს. დღეიდან, ნებისმიერი მსურველი, რომელიც ვითიბიში გახსნის ანაბარს ლარში, ყველაზე მაღალ – 12.75% წლიურ სარგებელს (12.03% ეფექტური) მიიღებს, ხოლო, ვადიანი ანაბრის დარღვევის შემთხვევაში, მიიღებს ყველაზე მაღალ, წლიურ 9%-ს, რითიც დააზღვევს ლარის შესაძლო გაუფასურებით გამოწვეულ სავალუტო რისკს.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ მომხმარებელს, მათ საჭიროებებზე მორგებული, ინოვაციური პროდუქტი თუ სერვისი შევთავაზოთ და მათი საბანკო მომსახურება ჩვენთან კიდევ უფრო სასიამოვნო და კომფორტული გავხადოთ. ამიტომაც შევქმენით ინოვაციური კალკულატორი, რისი დახმარებითაც მომხმარებელი მარტივად შეძლებს ანაბრის სარგებლის სხვაობის დათვლას უცხოურ ვალუტასა და ლარს შორის. – განაცხადეს ვითიბიში“
ვითიბი ბანკის კლიენტებს კი შეუძლიათ ბანკში მიუსვლელად, ვიდეო ბანკის მეშვეობითაც გახსნან ანაბარი.