პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დღეს საპარლამენტო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრაზე ლიბერთი ბანკის მფლობელებმა და მმართველებმა დაადასტურეს რომ მზად არიან დაუყოვნებლივ გაწყვიტონ კონტრაქტი საპენსიო მომსახურებაზე და გადავიდნენ გარდამავალ რეჟიმში.
“კონტაქტრის მიხედვით პენსიონერებს ბანკი კიდევ ერთი წელი უნდა მომსახურებოდა, მაგრამ კონტრაქტი ამოიწურება ახალი სატენდერო პირობების შემუშავებისთანავე. დიდი ალბათობით, ახალი ტენდერი პენსიონერების მომსახურებაზე გამოცხადდება წელსვე”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისივე განცხადებით:
1. ლიბერთი ბანკი არ მოსთხოვს კრედიტის დაფარვას გარდაცვლილი პენსიონერის ოჯახის წევრებს;
2. ლიბერთი ბანკი დროში გაუწილვადებს სესხის თანხას პენსიონერებს, რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხები და დიდ ტვირთად აწვებოდა მათი გადახდა;
3. ლიბერთი ბანკი არა 36, არამედ გაცილებით დაბალ პროცენტში მისცემს სესხს პენსიონერებს, რომლებსაც თავდებში დაუდგება დასაქმებული და გარანტირებული შემოსავლის მქონე ოჯახის წევრი;
4. ლიბერთი ბანკი არ შეზღუდავს არცერთ პენსიონერს რომელიც მოისურვებს რომ პენსია ჩაერიცხოს ნებისმიერ სხვა ბანკში.