ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე ოპოზიციას: ესენი საუბრობენ სანქციებზე?! ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციას სანქციების შესახებ აფრთხილებს. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ღიმილისმომგვრელია, ფაქტი, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ხელს არ აწერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს და ამ დოკუმენტზე დაყრდნობით მმართველ გუნდს სანქციებზე ესაუბრება.

“ესენი საუბრობენ სანქციებზე?! – ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს! როცა პარტია ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს და ამ დოკუმენტზე დაყრდნობით რაღაც სანქციებზე გესაუბრება, ეს არის ღიმილის მომგვრელი. ჩვენ ამ ტექსტისა და სულისკვეთების შესაბამისად, ზედმიწევნით ვმოქმედებთ”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.

იტვირთბა....