[su_quote] ქვეყანაში, პრაქტიკულად, არ გვაქვს ვაქცინაცია, სრულად აცრილი არაფერს ნიშნავს. ჩვენ ყველანაირ რეგულაციას ვხსნით, ეს გარკვეულწილად სერიოზული რისკის შემცველია, შემდგომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების თვალსაზრისით და არსებული სიტუაციის დამძიმების კუთხით. მთლიანად ხელისუფლების და მთავრობის პასუხისმგებლობაა [/su_quote]
ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა TV პირველს განუცხადა.