მსახიობი, ბესო ზანგური სოციალურ ქსელში წერს, რომ მან სახლ-კარი დაკარგა.
მეტრონომი ზანგურის ფეისბუქ-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„თავს ვთვლი ვალდებულად, რომ ჩაგაყენოთ საქმის კურსში, ვინაიდან ბევრი დახმარება და გვერდზე დგომა დამანახეთ, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ… დღეს დასრულდა და აღსრულდა სამართალი, ისევე როგორც, ბევრს დაემართა ამ ქვეყანაში.
დიახ, მეგობრებო, დავკარგე ყველაფერი. მიუხედავად ყველაფრისა და არ მაქვს ბევრი ახსნის თავი და ნერვები და გთხოვთ ნურც კომენტარში დამისვამთ კითხვებს, დღეს დავრჩი აბსოლუტურად და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, უსახლკაროდ! გპირდებით ყველაფერი კარგად იქნება, რა იმედით გპირდებით, არ ვიცი, მაგრამ გპირდებით!“, – წერს ზანგური სოცქსელში.
ცნობისათვის, რუსთაველის მსახიობის ყოფილმა ცოლმა, ნინუცა მაყაშვილმა ფარულ კონვერტში ზანგური ოჯახში ძალადობაში დაადანაშაულა. მაყაშვილი შსს-მ გამოკითხვაზე დაიბარა. თუმცა, მსახიობის თქმით, ჩვენების მიცემას არ აპირებს, რადგან მისი თვითმიზანი არ არის ყოფილი ქმრის პასუხისგებაში მიცემა და მხოლოდ იმიტომ გაასაჯაროვა 11 წლის წინ მომხდარი ფაქტები, რომ ამით სურს ოჯახში ძალადობის სხვა მსხვერპლ ქალებს გვერდით დაუდგეს და მათ გაძლიერებას შეუწყოს ხელი. თავად მსახიობი ბესო ზანგური ძალადობას უარყოფს.
ამ დროისთვის, რუსთაველის თეატრის მსახიობი ყველა სპექტაკლიდან მოხსნილი