ტელეკომპანია მთავარი არხი IPSOS-ის კვლევის შედეგებს აქვეყნებს: კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? – IPSOS-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 23% ნაციონალურ მოძრაობას, 8% კი გიორგი გახარიას პარტიას – საქართველოსთვის.
სხვა პარტიების შესახებ მონაცემები კი ასეთია: გირჩი – მეტი თავისუფლება – 5%; ევროპული საქართველო – 3%; ლეიბორისტული პარტია – 3%; პატრიოტთა ალიანსი – 3%; ლელო საქართველოსთვის – 2%; სტრატეგია აღმაშენებელი – 2%; მოქალაქეები – 2%; ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა – 1%; დროა – 1%; გირჩი – 1%; ერთობა, რაობა, იმედი – ერი – 1%; სხვა – 2%; უარი პასუხზე – 11%.
მთავარი არხის ინფორმაციით, კვლევა ჩატარებულია მათი დაკვეთით ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ.
გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 7-დან 17 ივნისის ჩათვლით. სულ პირისპირ გასაუბრებით გამოკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის ათასი რესპოდენტი, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით იქნენ შერჩეულნი. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.