ხობის მუნიციპალიტეტში 2 წლის ბავშვი წყლით სავსე აუზში დაიხრჩო.
ახლობლების ინფორმაციით, იგი, სავარაუდოდ, აუზში ჩავარდნილ სათამაშოს ეძებდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.
ბავშვი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
დეტალებს მეტრონომი შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.