[su_quote] არა ჩინურ ვაქცინებს საქართველოში. “ნებისმიერი ვაქცინით აიცერი” – არასწორია. სწორია – “მაღალეფექტური ვაქცინებით აიცერი”, ფაიზერით ან მოდერნათი. ჩინური ვაქცინები ნაკლებეფექტურია. მათ აქვთ დაცვის დაბალი მაჩვენებელი სხვა ვაქცინებთან შედარებით (ფაიზერი/მოდერნა), განსაკუთრებით დელტა (ინდური) ვარიანტის წინააღმდეგ. დღეისათვის მსოფლიოში არც ერთი დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი კვლევა არ არსებობს ჩინური ვაქცინების ეფექტურობის შესახებ. ყველა არსებული ინფორმაცია ჩინური ვაქცინების შესახებ არის ურთიერთგამომრიცხავი, ზედმეტად “შელამაზებული” და დაფინსნსებული/განხორციელებული მწარმოებლის მიერ. შედარებისთვის: ისრაელმა და სიშელის კუნძულებმა განახორციელეს ყველაზე მასიური ვაქცინაცია და შედეგი: ისრაელში – ფაიზერით ვაქცინაციის შემდეგ ახალი ინფიცირებული 1 მილიონ მოსახლეზე 4.5. სიშელის კუნძულებზე – ძირითადად სინოფარმით ვაქცინაციის შემდეგ – ახალი ინფიცირებული 1 მილიონ მოსახლეზე 716. დასკვნა თქვენზე იყოს. ჩემი თუ არ გჯერათ, რასაც მე თვეებია ვსაუბრობ, და, რა თქმა უნდა, ქართველი “ქსპერტების” მიერ არაერთხელ გავილანძღე, უკვე მთელი მსოფლიო, ავსტრალიიდან ამერიკამდე, ამაზე ალაპარაკდა. დაუჯერეთ გიორგი ფხაკაძეს. ის ამბობს სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს! მე არ მინდა ჩინური ვაქცინა საქართველოში. P.S. არაფერი მაქვს ჩინელი ხალხის საწინააღმდეგო [/su_quote]
ამის შესახებ პროფესორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.