ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სპირიდონი ოპოზიციურ პარტიებზე: ღვთისგან ბოძებული უფლებით მათ ზიარებას ვკრძალავ

სხალთელმა ეპისკოპოსმა, სპირიდონ (გოჩა) აბულაძემ საკუთარ ეპარქიაში იმ პოლიტიკოსების ზიარება აკრძალა, ვინც შეთანხმება დადო, რომ ლგბტ თემის უფლებებს დაიცავს.

“არ შეიძლება მათი ზიარება იმიტომ, რომ ჰომოსექსუალიზმი სატანის რელიგიაა, ფაქტობრივად, დღეს და მათი მხარდამჭერები არიან სატანის მხარდამჭერები. ამიტომ მე ღვთისგან მოცემული ძალაუფლებით და ჩვენი დედა ეკლესიისგან მოცემული ძალაუფლებით ჩვენს ეპარქიაში კატეგორიულად გიკრძალავთ ზიარებას იმათსას, ვინც არიან იმ პარტიის წევრები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ჰომოსექსუალისტებთან კავშირს. ან პარტიამ უნდა შეინანოს, ან ისინი უნდა გამოვიდნენ იმ პარტიიდან და დიდი სინანულის შემდეგ მერე შეიძლება მაგათი ზიარება”, – განაცხადა სპირიდონ აბულაძემ.

პარტიები, რომლებმაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს:

1. ნაციონალური მოძრაობა;
2. ევროპული საქართველო;
3. სტრატეგია აღმაშენებელი;
4. დროა;
5. გამარჯვებული საქართველო;
6. პროგრესი და თავისუფლება;
7. გირჩი – მეტი თავისუფლება;
8. ერთიანი საქართველო;
9. ლელო;
10. სამართლიანობისთვის;
11. კანონი და სამართალი;
12. რესპუბლიკური პარტია;
13. გირჩი;
14. თავისუფალი დემოკრატები;
15. რეფორმერი.

აქვე, სპირიდონ აბულაძე სწორედ ის ეპისკოპოსია, რომელიც ნინოწმინდის პანსიონს ხელმძღვანელობდა და მოგვიანებით იაკობ იაკობიშვილი დაინიშნა პატრიაქრის მიერ.

იტვირთბა....