ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნება გააგრძელებს მოსამრთლეების დანიშვნის პროცესს, ისინი პარლამენტიდან გავლენ.
“სისხლის სამართლის კოდექსში საპროცედურო განხილვებს არანაირი აზრი არ აქვს, როცა ჩვენ ნახევარი საათის წინ მოვისმინეთ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადება, რომ აპირებენ მოსამართლეების დანიშვნის გაგრძელებას. ეს არის იმ შეთანხმების უხეში დარღვევა, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ. ეს არის ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის უგულვებელყოფა. თუ ქართული ოცნება მსგავსი მეთოდით დაიწყებს მოსამართლეების დანიშვნის პორცესს, მინდა, მოვუწოდო ოპოზიციასაც, ჩვენ გავალთ პარლამენტიდან და დარჩებით მარტო. თუ ხელშეკრულების პატივისცემა არ იცით, მოგიწევთ, ეს ხელშეკრულება მარტო, ჩვენ გარეშე წეროთ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტი დაიწყებს მოსამართლეების მოსმენის პროცესს.