ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საშინელი და უცნობი ფაქტები ISIS შესახებ

ISIS ცვლის მსოფლიოს

ISIS მსოფლიოს 90 ქვეყნიდან იბირებს წევრებს. დასავლეთიდან 3400 ადამიანია გადასული ახლო აღმოსავლეთში საბრძოლველად.

უკანასკნელი წლების განმავლობაში მათი წევრების რაოდენობა გაიზარდა.

ISIS  ისტორიას ანადგურებს

მათ მიერ უკვე ათობით ფასდაუდებელი და ისტორიული ძეგლია განადგურებული. მათთვის ძეგლები კერპებად აღიქმება, კერპების თაყვანისცემა – ცოდვად და შესაბამისად, ერთ-ერთ  მთავარ მოვალეობად კერპების განადგურებას მიიჩნევენ.

მათ უკვე გაძარცვეს და გაანადგურეს მუზეუმები და არქეოლოგიური ძეგლები, მათ შორის იუნესკოს სიაში შესული ძეგლები.

თუმცა, ისინი პრობლემას ვერ ხედავენ „ცოდვილი კერპებით“ ივაჭრონ, ანტიკური ხანის ძეგლები შავ ბაზარზე კარგ ფასად გაყიდონ და თავიანთი თავი დაიფინანსონ.

“ალ ქაიდაზე” უფრო სახიფათონი არიან

სულ რაღაც ერთი წლის წინ, ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც არ აღიქვამდა ISIS ისე სახიფათოდ, როგორც “ალ ქაიდას”. ფაქტია აშშ-მ არ გაითვალისწინა ISIS-ის პოტენციალი.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ISIS “ალ ქაიდას” ძალიან ექსტრემალურ განშტოებად ითვლება.

თავის მოკვეთა – როგორც ბრენდინგის ინსტრუმენტი

მათი „ცნობადობის“ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გავრცელებული ვიდეოები იქცა, სადაც ისინი ტყვეებს თავს კვეთენ. ათასობით ეგვიპტელი ქრისტიანი დახოცეს სიკვდილის ამ ხერხით.

მათთვის დასჯის ეს მეთოდი როგორც შიშის გავრცელების, ასევე მათი დაუნდობლობის აფიშირების საშუალებაა.

Untitled

მედიაზე ორიენტირებული ტერორისტები

ISIS იყენებეს ყველა უახლეს მედია აპლიკაციას თუ თანამედროვე ტექნოლოგიას, რომ ხმა ყველას მიაწვდინოს.

მათი ვიდეოები გარკვეულწილად სცენარსაც კი გულისხმობს: კარგი ვიდეო აპარატურა, დადებული მუსიკა, ქადაგების წაკითხვა, სამოქმედო კადრები… ეს მათ გუნდის წევრებს შეგრძნებას უძლიერებს, რომ ბრძოლაში არიან.

ISIS აკონტროლებს მეტ მიწებს, ვიდრე ზოგიერთი ქვეყანა

მათ დროთა განმავლობაში შეძლეს იმ რაოდენობის მიწის ხელში ჩაგდება, რომ დღეს ბევრ ქვეყანაზე მეტ ტერიტორიასაც კი აკონტროლებენ.

ამის საპირისპიროდ “ალ ქაიდა” არის დეცენტრალიზირებული ტერორისტული გუნდი, რომელსაც არ ძალუძს მიწების დაპყრობა.

ISIS დღიურად მილიონებს იღებს

მათი მედია კამპანია დიდ სახსრებს მოითხოვს, ჯარისკაცების დაფინანსება – უფრო მეტს. ამიტომ ტერორისტული ორგანიზაცია სახსრების მოზიდვის სხვადასხვა ხერხებს იყენებს, მათ შორის, ფულის გამოძალვა, ქურდობა, შავ ბაზარზე ვაჭრობა, შემოწირულობების მიღება და სხვ. ამ ეტაპისთვის ISIS მსოფლიოს უმდიდრესი ტერორისტული ორგანიზაციაა.

ხალიფატი, რომელიც მსოფლიოს აკონტროლებს

ISIS იდეოლოგიის უკან დგას ყურანის სუნიტური ვერსია, რომელიც გულისხმობს ქვითჩაქოლვის ტრადიციას, ხელის მოკვეთით დასჯას და ჯარისკაცებისთვის ჯილდოების გადაცემას.

ISIS მოითხოვს ტერიტორიების კონტროლს, რომ შემდეგ დანერგოს თავისი სასტიკი წესები. მათი იდეოლოგიით, მკვლელობებით უნდა გაწმინდონ პლანეტა, განსაკუთრებით მათგან, ვინც ეწინააღმდეგება.

 

 

 

 

 

იტვირთბა....