ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება პუტინის მტერს, სერგეი ბოკარევს რუსეთს გადასცემს, ეს იქნება შემგუებლობა.
“რამდენიმე დღეში აპირებთ ნავალნის მეგობრის ექსტრადირებას, მაგალითად, სერგეი ბოკარევის, რომელიც არის პუტინის რუსეთის მტერი. მოგიწოდებთ, არ დაუშვათ ამ ადამიანის ექსტრადირება. იმ შემთხვევაში, კრემლის, პუტინის მტერი გადაეცემა რუსეთს, ეს იქნება ის, რა შემგუებლობაზეც თქვენ საუბრობთ”, – მიმართა ხატია დეკანოიძემ ოცნების დეპუტატებს.
ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ პარლამენტში, პლენრაულ სხდომაზე ისაუბრა. მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლება, ასევე, შეეგუა 20 ივნისს რუსი პოლიტიკოსის, გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას და იქიდან რუსული საუბრის მოსმენას.