პარტია ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მოქალაქეებისა და სახელმწიფოს ღირსების დაცვა ყველას ვალია.
“ვერ ჩამოვყალიბდით, რა პოზიცია უნდა დავიკავოთ ოკუპაციის მიმართ და როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს ღირსება. ჩვენ იმიტომ ვერ შევდექით სახელწმიფოდ, რომ დღესაც კი ვიღაც ამბობს, რომ გავრილოვის ჩაჯდომა ამ სკამში არაფერი დიდი ტრაგედია არ იყო. გახელაძის და ხვალ, შესაძლოა, კიდევ უამრავი გვარის გატაცება ჩვენი ტერიტორიიდან, არაფერი იყო. ქვეყანა არის, პრაქტიკულად, ომის მდგომარეობაში, შესაბამისად, უნდა გვქონდეს მკაფიო და მკაცრი პოზიცია და ის რუსი ტურისტი უნდა გრძნობდეს, რომ მათ სახელმწიფოს არ უნდა ჰყავდეს ჩვენი მოქალაქეები გატაცებული”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ხაზარაძის თქმით, უნდა ჩამოვყალიბდეთ ერთხელ და სამუდამოდ, რა პოზიცია აქვს სახელმწიფოს.