რუსთაველის თეატრის რეჟისორმა, რობერტ სტურუამ განაცხადა, რომ რუსეთში სპექტაკლის გამართვა უხერხულობას არ უქმნის, რადგან ხელოვნებას საზღვარი არ აქვს.
“რატომ ჩვენზე გაქვთ ასეთი “აღზნება” და აი, როცა ჩამოდიან რუსული თეატრები, მაშინ, რაღაც, ძაან ტაშით ხვდებით. არ მიქმნის უხერხულობას იმიტომ, რომ ხელოვნებას არ აქვს საზღვარი”, – განაცხადა რობერტ სტურუამ.
როგორც ცნობილია, რუსთაველის თეატრის დასი რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით მოსკოვში, ანტონ ჩეხოვის ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება.