ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხონში პოლიციამ, სავარაუდოდ, მოქალაქეზე იძალადა

ხონში კომენდანტის საათის დარღვევის გამო პოლიციამ კაცს სცემა. კაცს მოტეხილობები აქვს და ამ დროისთვის ქუთაისი საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. როგორ თვითმხილველები ყვებიან, დაშავებულს პოლიციისადმი წინააღმდეგობა არ გაუწევია, პოლიციამ კი ის უმიზეზოდ მანქანიდან გადმოიყვანა და წიხლებით სცემა.

რაც შეეხება შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მასში ნათქვამია, რომ მოქალაქემ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და დაკავების დროს დაშავდა როგორც მოქალაქე, ისე სსამარათალდამცავი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული, რაც სამართალდამცავის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

 

 

იტვირთბა....