ბანკები

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, იტალიური დიზაინის დღეები გაიმართება

საქართველოში იტალიის საელჩოსა და ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, 21-22 ივნისსიტალიური არქიტექტურისა და დიზაინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი Advancing on the Italian Design Days in Georgia” ღონისძიება გაიმართება. 

პროექტის ფარგლებში, იტალიის არქიტექტორთა ეროვნული საბჭო (CNAPPC) მონაწილეობას მიიღებს ვორქშოფში, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ურთიერთობების დამყარებას არქიტექტურისა და დიზაინის დარგში მომუშავე იტალიურ და ქართულ კომპანიებს, ექსპერტებსა და ასოციაციებს შორის. იტალიის არქიტექტორთა ეროვნული საბჭოს მხარდაჭერით გამოიფინება ყოველწლიური პრემიით „იტალიელი არქიტექტორი” დაჯილდოებული ნამუშევრები.

აღნიშნულ ღონისძიებაში, აგრეთვე მონაწილეობას მიიღებენ იტალიის რესტავრატორთა ასოციაცია (Assorestauro)ევროპის დიზაინის ინსტიტუტი (IED) და მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. იტალიის არქიტექტურული სტუდიები წარადგენენ კვლევას იმერეთში მდებარე ისტორიულ-კულტურული შენობის რესტავრაციის კონცეფციის თაობაზე და ისაუბრებენ წყალტუბოს ახლებურ ხედვაზე, რაც ამ ადგილს ტურისტული კუთხით კიდევ უფრო მეტად მიმზიდველს გახდის.


ცნობილი იტალიელი არტისტი, ედოარდო მალაჯიჯი, რომლის ნამუშევრები წარმოდგენილია თანამედროვე ხელოვნების ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო საგამოფენო სივრცეებში, როგორიცაა ვენეციის ბიენალე და ბერლინის Abaco-ს თანამედროვე ხელოვნების სივრცე, ნარჩენებისა და გადამუშავებული მასალების გამოყენებით შექმნის ნამუშევარს “Cupola”, რომლის პროტოტიპია 1985 წელს ალდო როსის მიერ „Alessi”-სთვის შექმნილი და დროთა განმავლობაში იტალიური დიზაინის მაგალითად ქცეული ყავის მადუღარა.


ღონისძიების ფარგლებში დასახელდება ფოტოკონკურსის „იტალიურობა საქართველოში” გამარჯვებული, რომელიც მიიღებს მილანის ევროპის დიზაინის ინსტიტუტის (IED) მიერ გაცემულ სტიპენდიას IED-ის იტალიის ფილიალში 2022 წლის საზაფხულო ინგლისურენოვან კურსზე სასწავლებლად. 

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 18 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 28 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 900–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე  კლიენტს ემსახურება.

იტვირთბა....